სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხორგუანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”’ხუმრობა იქეთ იყოს და, დედაჩემი Liana Chopliani მოხუცებულთა თავშესაფრის დირექტორი ხომ იყო წლები, რომელსაც სრულად შვეიცარიელები და გერმანელები აფინანსებდნენ. ამ კანონის თანახმად, აგენტად უნდა დავარეგისტრირო. ჰოდა, არ ვაპირებ.
საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა აგენტებიც ხართ და მონებიც და მოღალატეებიც და ბრიყვებიც! რაღა დარჩა, 5 თვე, ძალაუფლებასაც დაკარგავთ და კანონსაც გავაუქმებთ” – წერს ხორგუანი.