“ოფშორების კანონზე” ვეტოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დღეს, 20 მაისს, პარლამენტში გამართულ საფინანსო-საკომიტეტო სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. “ოფშორების კანონპროექტზე”.

პრეზიდენტმი მოტივირებული შენიშვნებში აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია და არ შეიძლება იქნეს მიღებული დაჩქარებული წესით (განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე) – შებამისად ის ფორმა, როგორც და რანაირადაც იქნა განხილული აღნიშნული კანონი მიუღებელი და დაუშვებელია.

სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტიდან სრულად ამოიღო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორებში) რეგისტრირებული აქტივების, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში  მოგების, საშემოსავლო და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებას

საფინანსო-საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაიძლევა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share