ქაცარავა: ძალიან მძიმე ფორმით მაქვს ტვინის შერყევა – მიჭირს გადაადგილება

უნდა დავემორჩილო იმ მკურნალობას, რომელიც დანიშნული მაქვს – ძალიან მძიმე ფორმით მაქვს ტვინის შერყევა და მიჭირს, როგორც გადაადგილება, ასევე რაიმე სახის აქტივობა; გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება დანიშნული – აქედან პირდაპირ მივდივართ სამხარაულის ექსპერტიზაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და სამოქალაქო პროტესტს.

თქვა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დავით ქაცარავა 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share