„გაჩნდება ახლად წარმოქმნილი ინფექციები“ – თენგიზ ცერცვაძე

ახლად წარმოქმნილი ინფექციების გაჩენა არის ბუნების, ვირუსებისა და ბაქტერიების კანონზომიერება, ეს სულ ასე იქნება,- ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მსოფლიო და მედიცინის ისტორიაში მუდამ ჩნდებოდა, ჩნდება და გაჩნდება ახლად წარმოქმნილი ინფექციები. უნდა შევეგუოთ, რომ ეს სულ ასე იქნება, ეს არის ბუნების, ვირუსებისა და ბაქტერიების კანონზომიერება. ჩვენ ყოველგვარი პანიკის, თითოეულზე მწვავე რეაგირების გარეშე უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსების კოორდინირებული მართვა და თანამშრომლობა მედმუშაკებსა და პაციენტებს შორის და არ არის საჭირო ჭარბი ემოციები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share