მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოინახულა მესამე პრეზიდენტ კლინიკა ვივა მედში, ქართული ოცნების თავმჯდომარე კობახიძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც დღეს კატეგორიულად გამორიცხა მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
საძაგლიშვილი ამბობს, რომ რეალურად ამ გადაწყვეტილებას არა კობახიძე, არამედ ივანიშვილი იღებს და ასეთი განცხადებებით პირდაპირ და ირიბ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აანონსებს წინასწარ, რა გადაწყვეტილება უნდა დადგეს:
“სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არავინ არაფერს არ ეკითხება და არ უნდა ეკითხებოდეს მოხდება თუ არა პირის გადაყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ. წესით, ეს უნდა იყოს ექსპერტების და სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ ოცნების პირობებში ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებებს და წინასწარ აანონსებს თუ რა შედეგი უნდა დადგეს” ამბობს საძაგლიშვილი.
რაც შეეხება ექსპერტების შესვლის განჩინებას. ადვოკატის ინფორმაციით, განჩინება პენიტენციურს დღეს ჩაბარდება და ხვალ დილით, ან დღეს გვიან საღამოს, “ემპათიას” ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას მისცემენ.