“დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ” – კარლ ჰარცელი

“საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონის საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო რეფორმატორის სახელი. ამის დასამტკიცებლად მას ზურგს უმაგრებს როგორც ყველანაირი შესაძლებლობა, ასევე მიღწევათა ისტორია. სამწუხაროდ, თქვენს მაგივრად ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ არც არავინ აპირებს თქვენს საქმეებში ჩარევას და ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენი მისაღებია. ევროკავშირში მიმავალი გზა იოლი არ არის და ამის დადასტურება 2004 წლის გაფართოების ჯგუფის წევრებსაც შეუძლიათ. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი იპოვოს ევროპასა და მსოფლიოში, ამიტომ დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ.”

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს eu-ს კანდიდატობაზე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share