პოლონეთში ლანჩხუთელი ახალგაზრდა დაიღუპა

პოლონეთში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის მკვიდრია.

“ძალიან კარგი ბიჭი დააკლდა ლანჩხუთს, პოლონეთში გარდაიცვალა… პირადად ვიცნობდი და ისეთი წესიერი, კარგი და მორიდებული ადამიანი იყო, იმხელა პოზიტივით და იუმორით… რატომ? რატომ გაამწარე ღმერთო მისი ცოლი, დედამისი და ოჯახი ასე? ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გამძლეობის მეტი რა დაგრჩენიათ. უნდა გაუძლოთ”, – წერს სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფ “ლანჩხუთში” ნინია ბარამიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share