საინტერესო ფაქტია – ადამიანს კატა ან უყვარს, ან სძულს, როცა “საქმეზე საქმეზე მივა”, მათ მიმართ გულგრილი არავინ არ იქნება, მხოლოდ – უკიდურესობა.
როგორც წესი, კატების მოყვარულთ უჭირთ იმისი ახსნა, თუ რატომ არიან მათზე მიჯაჭვულნი და რატომ უყვართ ისენი, რა დროსაც სპეციალისტები, მათ მოძულეებს ურჩევენ გადახედონ თავიანთ ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
გამოცდილმა ფსიქოლოგებმა იციან, რომ შინაური კატა – ოჯახში ენერგეტიკული და ემოციონალური მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელი და “საზომია”. თუ ოჯახში ჰარმონია და სიმშვიდეა, კატაც მხიარული და ჯანმრთელია. რთული პერიოდებისას კი, მათ სჩვევიათ აგრესიისა და სიავის გამოხატვა, მაგალითად იმ დროს, როდესაც ოჯახის წევრები მუდმივად კინკლაობენ და ჩხუბობენ.
თუ შეამჩნევთ, რომ ჯანმრთელი კატის ხასიათი უარყოფითისკენ შეიცვალა, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, როგორ ოჯახურ ყოფაში ცხოვრობთ იმ მომენტში. კატები ძალიან ცუდად განიცდიან პერიოდს, როდესაც პატრონები სახლში ჩხუბობენ და სკანდალებს აწყობენ. უფრო მეტიც, ამ დროს კატის ჯანმრთელობა შეიძლება უარყოფითისკენ შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ კამათისა და ჩხუბის დროს, კატები ინტუიტურად გრძნობენ ვინ არის მართალი და მათ მხარეს დგებიან, ცდილობენ მოეთომარონ, ფეხებს შორის “ისრიალონ” და ა.შ. რაც მათი მხრიდან დამშვიდესკენ სიგნალიცაა.
გამომდინარე აქედან, გასაკვირი არაა, რომ კატები ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანის ემოციებს. სპეციალისტების მტკიცებით, ის პირები, ვინებსაც არ უყვართ კატები, ხშირ შემთხვევაში უარყოფით ემოციებს ასხივებენ და დაატარებენ. მაგალითად, ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც განიცდიან სხვადასხვა სახის უარყოფით დამოკიდებულებებს, ფინანსურ კრიზისს, ან უბრალოდ ძალიან განაწყენებულნი არიან ვინმეზე ან რამეზე, ყველაზე მეტად სძულთ კატები, ასევე იმ პირებსაც, ვინებსაც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა აქვთ გადატანილი.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე