”კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არ შეესატყვისება ასევე პარტნიორობის სულისკვეთებას, აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ.”
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.