ევროსაბჭო 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რუსული კანონი არჩევნებზე უარყოფით გავლენას იქონიებს და შესაძლოა დღის წესრიგში შედეგების არაღიარება დადგეს. ევროპული საბჭო მომავალი არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აცხადებს, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორია და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.
ივანიშვილის ემისრების არაერთი მცდელობის მიუხედავად ევროპულმა საბჭომ არც დებატებზე თქვა უარი და არც იმ რეზოლუციის მიღებაზე, სადაც ქართული ოცნება ანტიევროპულ ქმედებებშია მხილებული. ეს იყო ბრუსელის ოფიციალური პასუხი საქ-ოს ხელისუფლების რუსულ კანონზე. დოკუმენტის ხელმომწერები ასევ მოუწოდებენ ოცნებას ყველა იმ დამნასავის დასჯას, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს თბილისის ქუჩებში სასტიკად უსწორდებოდნენ.
ტვ პირველი