მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერს პლაგიატში ადანაშაულებს. საქმე ეხება ღარიბაშვილის გამოსვლას გონიოში, სადაც მან ინფრასტრუქტურული პროექტი წარადგინა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ინდუსტრიული ზონის პროექტი მათ 2010 წელს შექმნეს, ,,ოცნებამ” კი ის ისე მიითვისა, რომ მხოლოდ ელემენტარული შესწორება შეიტანა:
“ივანიშვილის მატლმა გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2010 წელს და რომელიც უნდა დამთავრებული 2014-ში.
ერთადერთი ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო. რენდერის გაკეთებაც ვერ შეძლეს, ამ “დროშა ვერ დაკიდენ” სასტავმა.
რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ.
ოღონდ დაავიწყდათ ასევე ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურის, სადაც უნდა ყოფილიყო 100 ახალი საწარმო და ის ხიდიც ულამაზესი იყო, რომელიც ჩვენ მაშინ დავაპროექტეთ და უკვე ვიწყებდით მშენებლობას. ბათუმის აეროპორტი გადადიოდა სოფელ მერიაში და ბათუმის აეროპორტიც უერთდებოდა გონიოს ამ ზონას, სადაც იქნებოდა არა რუსების აგარაკები, როგორც ესენი აპირებენ, არამედ ფინანსური დიდი ზონა, სადაც ქართველები ძალიან მაღალ ხელფასებს მიიღებდნენ და ბევრ ფულს გააკეთებდნენ – მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ბევრი ფულის გაკეთება სხვისთვის არ შეიძლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილს” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.