ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: მიუხედავად საფეხბურთო ზავისა, კობახიძის დღევანდელი სპიჩის კვალდაკვალ ორიოდე სიტყვას მაინც გეტყვით პოლიტიკაზე: ამათ არაფერი ეშველებათ…

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

”მიუხედავად საფეხბურთო ზავისა, კობახიძის დღევანდელი სპიჩის კვალდაკვალ ორიოდე სიტყვას მაინც გეტყვით პოლიტიკაზე:

ამათ არაფერი ეშველებათ…

შესაბამისად, 26 ოქტომბერი რჩება რეფერენდუმის დღედ, როდესაც ამომრჩეველმა მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი – ევროპაში გინდათ ცხოვრება (ოპოზიცია), თუ რუსეთში (ქართული ოცნება)?

ფეხბურთმა მეორე წყალგამყოფი გააჩინა, ანუ რეფერენდუმის მეორე კითხვა ასეთია – ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გინდათ თამაშობდეს, თუ რუსეთის ღია ჩემპიონატზე?” – წერს გია ხუხაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share