“ღარიბაშვილი: “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს”. —
დაგვცინის ეს კაცის კაცი. მოდი, ვიკითხოთ: რა გააკეთა ხელისუფლებამ 5 წლის მანძილზე? ერთი მაგალითი! მკვდრადშობილი საპარლამენტო რეზოლუციის გარდა, რომელსაც არანაირი ქმედება არ მოჰყოლია, ერთი კონკრეტული ნაბიჯი მაინც გადადგმულა ამ პერიოდში?
პასუხი მარტივია – არა. სინამდვილეში, ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი კომფორტულად აგრძელებდეს დალხენილ ცხოვრებას სოხუმში. ხოლო ის ადამიანები, ვინც მის მიმართ სამართალს აღასრულებდნენ და სხვა გიგასნაირებს დაიცავდნენ (ახალაია, შამათავა), ციხეში ჰყავს გამოკეტილი რუსეთის ბრძანებით.
სწორედ ესაა ივანიშვილის რეჟიმის რეალური სახე. ესაა მათი მისია, მათი გარიგების არსი მტერთან – სრული კომფორტი რუსებს, ფული და ძალაუფლება – ქოცებს. პარტიოტები კი, ან ციხეში, ან – მკვდარი”-წერს” ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც პრემიერის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელები დაისაჯონ.