პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დასავლელი პარტნორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მისთვის მიუღებელია, ამიტომ მას ხელს მოაწერს.
ხოლო ვინაიდან დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებელთან” კოალიციასაც დატოვებს.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი სისტემის ცვლილება მოხდეს საქართველოში, თქვენი თაობა ეღირსოს ჯანმრთელ საარჩევნო სისტემას. ამ დოკუმენტში ეს არ ჩანს. თამარ ჟვანია რჩება, ხმებს ვინ გადათვლის, არ ვიცით, პროკურორს ვინ შეცვლის, არ ჩანს. დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ, ბუნებრივია”. – თქვა თაკო ჩარკვიანმა.