”ესპანეთთან ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ წავაგეთ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ და იმედი მაქვს, ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჩვენს მეტოქეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
საქართველოში მუშაობის დაწყებამდე ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და გასაცნობად დრო დამჭირდა. ახლა უკვე ბევრი რამ გავიგე, საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ, სადაც ხარ, ის ადგილი თუ არ მოგწონს, საქმეს კარგად ვერ გააკეთებ.
ესპანეთს ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდურადაც ძალიან მაგარი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, ჯგუფურ ეტაპზე კარგი რაღაცები საქართველომაც აჩვენა.
ხვალ ახალი მატჩია და ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა. ”