“ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორებს” – პრეზიდენტი სტოლტენბერგის განცხადებაზე

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ნატო რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე ეხმაურება და წერს:

“იენს სტოლტენბერგმა დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ამ გეოპოლიტიკურად რთულ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორებს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში”, – წერს ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share