მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ შეუშვეს.
როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ის ციხესთან უკვე 1 საათია იცდის, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მას განუმარტა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ მოინახულებს, რაც სახალხო დამცველი იქიდან გამოვა.
ნიკოლიზ ყიფშიძემ ასევე თქვა, რომ ტერიტორიას არ დატოვებს, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მოინახულებს.
”ახლა მიზეზი არ ვიცი რა იყო. დაახლოებით ერთი საათია აქ ვარ, მითხრეს მოიცადეო, ბოლოს მითხრეს, ახლა სახალხო დამცველი შედისო და თქვენ მერე შეგიშვებთო, ჩემი ინტერესი იყო, რომ კონსილიუმს შევხვედროდი და ერთად მენახა ეს ყველაფერი… არ წავალ აქედან, სანამ არ ვნახავ,” – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
უკვე რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილს პირად ექიმს, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ უშვებენ, ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია.