“მთელი ქვეყანა გავერთიანდით და ყველას ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით” – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე ევრო2024-ზე ასპარეზს.
ქართველი სპორტსმენი სიამაყეს გამოთქვამს ჩატარებულ მატჩებთან დაკავშირებით და მადლობას უხდის გულშემატკივრებს, რომლებიც ნაკრების მიმართ აუარებელ პოზიტივის ავრცელებდნენ.
”ეს პერიოდი და დღეები არასდროს დამავიწყდება! მთელი ქვეყანა გავერთიანდით და ყველას ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით და შრომით. უზომოდ ამაყი ვარ და ბედნიერი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, უფრო ძლიერები. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს! მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფს და ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანს”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.