დატბორილი იმერეთი, გურია, აჭარა და სამეგრელო. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში სერიოზული პრობლემები შექმნა. ვითარება იმდენად რთულია, რომ სამეგრელოს რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. წყალი ქუჩებში მდინარეებივით მოედინება, ადამიანებს კი საჭმლის მიტანა ოჯახისთვის ცურვით უწევთ.
რამდენიმე საათის განმავლობაში ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. მოსახლეობა შველას ითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას ახსენებს, რომ მათ მიერ არასწორად დამონტაჟებულმა სანიაღვრე არხებმა წყლის ნაკადი ვერ გაატარეს და ამიტომ დადგა უმძიმესი შედეგი .