“ძალიან სასიამოვნოა, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია… ვისაუბრეთ საქართველოში განივითარებულ მოვლენებზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა “მთავარი არხის” დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია. ის აქ ჩამოვიდა და ჩვენ გასაუბრების საშუალება მოგვეცა. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ საქართველოში განივითარებულ მოვლენებზე. გაისად არჩევნებია. წელს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილებები. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით რაც საქართველოს მთავრობა აკეთებს და ნათლად ჩანს, რომ მთავრობა არ იქცევა ისე როგორც უნდა იქცეოდეს კანდიდატის სტატუსის ქვეყანა”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.