საქართველოს ხელისუფლება კრემლისკენ იხრება – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.
ჰერბსტის თქმით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ “ოცნება” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას შეწყვეტს.
”ათწლეულებია, თუ არა მეტი, საქართველოსთვის მთავარი საფრთხე მოსკოვიდან მოდის, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება კრემლისკენ იხრება და დიდად არ ადარდებს დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის შემცირება. არც ის ფინანსური სამხედრო დახმარება, რომელიც ევროკავშირმა შეაჩერა და ამერიკა მის შეჩერებას განიხილავს. თუ თბილისს სურს კრემლის ნება შეასრულოს, ეს მოსკოვს მხოლოდ გაუხარდება. ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ “ოცნება” შეწყვეტს ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას, თუ შეწყვეტს რუსეთის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ”, – აცხადებს ჯონ ჰერბსტი.