ბათუმში მამამ სცემა 14 წლის გოგო, რომელმაც მოუყვა, რომ გააუპატიურეს. ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.
მათი ცნობით, 14 წლის გოგო 2 დღის წინ გააუპატიურეს, ამბის მშობლებისთვის მოყოლის შემდეგ კი მასზე მამამ ფიზიკურად იძალადა.
არსებული ინფორმაციით, გოგოს მამა დაკავებულია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.