ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.

„ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძრი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე“,- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share