მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვეზე მეტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთიკის კომისიაში დეპუტატ მარიკა ჩხიკვიშვილის წინააღმდეგ განცხადებააა შესული, კომისია საქმის განხილვას არ აპირებს და გაუგებარი მიზეზების გამო პროცესს აჭიანურებს.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიკა ჩხიკვიშვილის წინააღმდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის საკრებულოში ფრაქციის სახელით, განცხადება აღნიშნულ კომისიაში, მისმა თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ შეიტანა.
ოპოზიცია კომისიისაგან, უმრავლესობის წევრის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, გოჩა შარაშენიძის ოჯახის მისამართით გაკეთებული, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ცილისმწამებლური განცხადებების გამო, რეაგირებას ითხოვს.
დავით მჟავანაძის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარისათვის, ეთიკის კომისიის დუმილი გაუგებარია და მას მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნის – ცილისწამება და “ოცნების” დეპუტატის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა იმდენად ცალსახაა, რომ კომისიას არ სურს ამ თემაზე იმსჯელოს, რადგან გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გარდაუვალია.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით კომისიის თავმჯდომარეს პაატა კიღურაძეს, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ცნობისათვის; “ოცნების” წარმომადგენელმა ოპოზიციის წევრ გოცა შარაშენიზეს სიტყვიერი შეურაცხყოფა საკრებულოს პირველ სხდომაზე მიაყენა, როცა შარაშენიზის მწვავე გამოსვლის შემდეგ ის საკუტარი ოჯახის წევრების დევნა შევიწეროებაში დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით გახდა, ბახვისა და დვაბზუს მაჟორიტარულ ოლქში ის სწორედ ჩხიკვიშვილთან დამარცხდა, თუმცა ჩხიკვიშვილს ისევე როგორც შარაშენიძე, ასევე სხვა კანდიდატების ამ ოლქში, არჩევნების ტოტალურ და მასიურ გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ოპონენტების განცხადებით, არჩევნების გაყალბების მთავარი შემომქმედი ამ ოლქში უშუალოდ ჩხიკვიშვილი იყო.
ეთიკის კომისიის მიერ ჩხიკვიშვილის საქმის გაჭიანურების შეასძლო მიზეზად ჩვენი წყარო ‘ქართული ოცნებიდან” კომისიის თავმჯდომარეზე, პაატა კიღურაძეზე მომხდარ შეიარაღებულ ტავდასხმას ასახელებს, თუმცა ჩვენს კითხვაზე ეს ფაქტი კიღურაძემ კატეგორიულად უარყო და გვითხრა, რომ საკუთარ მანქანას ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით მანვე – ახალი წლის ღამეს ესროლა.
ახალი წლის თოფის სროლით შეხვედრა ძველი გურული ტრადიციაა და კიღურაძე გვიმტკიცებს, რომ საკუთარი მანქანა სწორედ ამ ტრადიციის შესრულებისას მანვცე დააზიანა.