ოზურგეთის თეატრის თანამშრომელი, მსახიობ ამირან ქადეიშვილის შვილი ზოია ქადეიშილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ, ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.
ზოია ქადეიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო მიერთებული.
სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ყველასათვის საყვარელი მსახიობი ამირან ქადეიშვილი 83 წლის ასაკში დაახლოებით 2 თვის, კორონავირუსმა იმსხვერპლა.
“გურიის მოამბე” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ახლობლებს.