შუქი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ეროვნულ სიბნელეში ვართ, ეს ხელისუფლება თუ არ გავუშვით, ვერასდროს ვერ გათენდება – წულაძე

„საზიზღარი ღამე მე-12 წელია, შუქი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ეროვნულ სიბნელეში ვართ, ეს არის სიბნელე, რომელიც ეს ხელისუფლება თუ არ გავუშვით, ვერასდროს ვერ გათენდება,“ – ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატი ნინო წულაძე საუბრობს.

წულაძის თქმით, ხელისუფლების განცხადებები, რომ თითქოს, მათ 60 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

”როდესაც რუსეთისკენ დაძრული მატარებლის ტრაექტორია არის შესაცვლელი, თან შესაცვლელია ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და თავისუფლებისკენ, აქ ყველამ უნდა გადავდოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები, იდეოლოგიური სხვაობები, ის გათვლები, რა შეიძლება დაგვაკლდეს, რა შეიძლება მოგვემატოს, აქ ერთადერთი, რაზეც უნდა ვიფიქროთ, რა მოემატება საქართველოს 27 ოქტომბერს და როგორი განცდით გაიღვიძებენ საქართველოს მოქალაქეები… ეს არის საზიზღარი ღამე მე-12 წელია, შუქი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ეროვნულ სიბნელეში ვართ, ეს არის სიბნელე, რომელიც ეს ხელისუფლება თუ არ გავუშვით, ვერასდროს ვერ გათენდება,“ – ამბობს ნინო წულაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share