პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ლიდერი Microsoft Corporation იტყობინება, რომ მათ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. Reuters-ის ცნობით, თავდასხმა Midnight Blizzard ჯგუფის ჰაკერების მიერ მოხდა, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული. ჰაკერებმა Microsoft-ის ანგარიშებსა და შიდა ქსელებზე წვდომა სცადეს.
თუმცა, კორპორაცია აღნიშნავს, რომ ექსპერტები მუშაობენ დაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე და ჰაკერების შეტევებს მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.