ინდოელ ახალგაზრდებს რუსეთში სამსახურს ჰპირდებოდნენ და ომში უშვებდნენ

ინდოეთმა გამოააშკარავა “ადამიანებით ვაჭრობის ქსელი”, რომლებიც ახალგაზრდებს რუსეთში სამუშაოს ჰპირდებოდნენ და შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზზე საბრძოლველად უშვებდნენ.

ინდოეთის გამოძიების ცენტრალური ბიუროს [CBI] განცხადებით, ტრეფიკინგის სქემით, ამ დროისთვის, რუსეთში დაახლოებით 35 კაცი გაიგზავნა. მათგან სულ მცირე ორი ფრონტზე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

“ტრეფიკინგის ქვეშ მყოფი ინდოეთის მოქალაქეები გაწვრთნეს საბრძოლველად და განალაგეს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე მათი სურვილის საწინააღმდეგოდ,” – განაცხადა CBI-მ.

გამოძიების ცნობით ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის დედაქალაქ ნიუ დელიში და ასევე მუმბაიში. შედეგად, ამოღებულია 50 მილიონი რუპია (605,000 აშშ დოლარი) ნაღდი ფული, დოკუმენტები და ელექტრონული ჩანაწერები. დააკავეს ეჭვმიტანილებიც.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში, 7 ადამიანი ინდოეთის მთავრობას დახმარებას და სახლში დაბრუნებას სთხოვს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share