მიხეილ სააკაშვილს პაემნების უფლება შეუზღუდეს

მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა რეჟიმი დაუმძიმა და ე.წ. პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.

რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ უცნობია.

უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ის ექიმების ვიზიტს საჭიროებს.

ცნობისთვის, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მასთან პირად ექიმს და ალტერნატიული კომისიის წევრებს არ უშვებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share