”ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტი მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს უკრაინამ მიწის ნაწილი რუსეთს და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის” – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის” გვერდზე წერს.
ჩარკვიანის თქმით, ძალიან ვგულშემატკივრობს უკრაინას, რომელიც თავს ღირსეულად იცავს.
„სულ ვადევნებ თვალყურს ზელენსკის გამოსვლას. როგორ ღელავს უკრაინელი ხალხი, ნატანჯი და ნაგვემი, პუტინისგან, ამ ტერორისტისგან გაწამებული ხალხი. ამიტომ ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მისი მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს რომ წაიკითხავთ, მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს რუსეთს უკრაინამ მიწის ნაწილი და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. ამიტომ ძალიან მეცოდება და ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს ღირსეულად იცავს”, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.