ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ევროპული საბჭოს განცხადების თანახმად, სანქციები 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.
“დღეს საბჭომ გაახანგრძლივა ევროკავშირის შემზღუდავი ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე.
ეს სანქციები, რომელიც პირველად 2014 წელს იქნა შემოღებული, მნიშვნელოვნად იყო გაფართოებული 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის პასუხად.
ამჟამად ისინი შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, რაც მოიცავს ვაჭრობაზე შეზღუდვას, ფინანსებს, ტექნოლოგიებს და ორმაგი დანიშნულების ტვირთებს, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვებს. ისინი ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის და ევროკავშირში კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას. გარდა ამისა, კონკრეტული ზომები EU-ს შესაძლებლობას აძლევს, დაუპირისპირდეს სანქციებისთვის გვერდის ავლას.
სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები გააგრძელებს ძალის გამოყენების დარღვევებს, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში დარჩეს ყველა ზომა, რომელიც შემოღებულია EU-ის მიერ და მიღებულ იქნას დამატებითი ზომებიც. ზომები, თუ ეს აუცილებელი იქნება”, – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არაერთი პაკეტი დაამტკიცა. მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ EU-მა გამოაცხადა სანქციების ახალი, მე-14 პაკეტი, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეზღუდვას ეხება.
ენერგიტიკისა და ვაჭრობის სექტორების გარდა, ახალი სანქციებით რუსეთისგან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცენტრებს. სანქციების ახალ პაკეტს დაემატა 116 ფიზიკური და იურიდიული პირი.