26 ოქტომბრერს მთლიანად რეგიონის ბედი წყდება – ლემონჯავა

26 ოქტომბრერს მთლიანად რეგიონის ბედი წყდება –  ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის – “ახალი”, “გირჩი”, “დროა” წევრმა გიგა ლემონჯავამ  ”საჯარო პოლიტიკის” ეთერში ისაუბრა.

როგორც ლემონჯავამ  აღნიშნა, “როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში 26 ოქტომბრის არჩევნები არის გამადიდებელი შუშის ქვეშ.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ცდილობს შიშით მიიყვანოს ეს ქვეყანა არჩევნებამდე.

“როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში 26 ოქტომბრის არჩევნები არის გამადიდებელი შუშის ქვეშ. გარდა იმის, რომ ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას საქართველოში და ქართველი ხალხის ევროპული სივრცისკენ სწრაფვას, არჩევნები, რომელიც მოდის არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის.  26 ოქტომბერს წყდება არა მხოლოდ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დემოკრატიული მომავლის  ბედი, არამედ მთლიანად რეგიონის ბედი” – აღნიშნა ლემონჯავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share