წელს თხილის მოსავლიანობა და ხარისხიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მოსავლის აღების სეზონი სულ მალე დაიწყება, თუმცა თამამად კეთდება პროგნოზი, რომლის საფუძველზეც თხილის რაოდენობა გაზრდილია. რაც შეეხება ხარისხს, ფაროსანასთან ბრძოლა წლიდან-წლამდე უმჯობესდება, რამაც პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებელი მკვეთრად გააუმჯობესა.
მოსავალის მასობრივი აღება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მოსახლეობა მცირე რაოდენობით მაინც ყიდის. ამ ეტაპისთვის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ფასს 1 კგ. თხილი 3 ლარს არ აღემატება.
სფეროში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სპეციელისტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მგომარეობა გამოსწორდა. თუმცა, ხაზგასმით ამბობენ, რომ მოსავლის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგრ მოუარა თხილს. ვინც შეძლო და სულ ცოტა 4-ჯერ მაინც შეწამლა, ხარისხი პრემიუმი იქნება.
შარშანდელთან შედარებით, წელს ფერმერები სეზონის მოახლოებას იმედიანად უყურებენ. იგივე მოლოდინები აქვს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას და გასულ წელთან შედარებით, უკეთეს მოსავალს ელოდება.
როგორც თხილის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ განაცხადა, წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას მიუახლოვდება, რაც წლიურად 30%-იანი ზრდა იქნება. ხოლო, რაც შეეხება ფასს, მისივე თქმით, რეალიზაციის სხვადასხვა პერიოდში თხილის ფასმა შესაძლოა, 7-9 ლარსაც მიაღწიოს.
„ფერმერებიც უფრო აქტიურები იყვნენ წელს, ჩატარებულია შეწამვლითი ღონისძიებები, ამინდებიც წელს უკეთესია. ახლა მთავარია, რომ მოსავალი რაც შეიძლება ოპერატიულად ავიღოთ, გავაშროთ და დავასაწყობოთ. მერე, ბუნებრივია, ფერმერები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის გაყიდონ. დაახლოებით 50 ათასამდე ტონა თხილს ველოდებით, რაც კარგი მაჩვენებელი იქნება.
ხარისხით იქნება სხვადასხვა – ვინც მოუარა და წამლობები ჩაატარა 4-5-ჯერ მაინც, ხარისხი იქნება პრემიუმი და ფასიც შესაბამის ექნება. დაახლოებით 7-9 ლარი მაინც ეღირება მშრალი თხილი, შეიძლება აგვისტოში არა, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა, ეს ფასები დაფიქსირდეს”, – აღნიშნა თოდუამ.
ამასთანავე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გასულ წელს მიღებული მოსავლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავიდა, ძირითადი საექსპორტო არეალი ევროპის ქვეყნები იყო.
მისი თქმით, მცირეა იმ თხილის რაოდენობა, რაც რეალიზაციის გარეშე დასაწყობებული დარჩა ქარხნებში.
სამეგრელოში მეწარმეები ამბობენ, რომ თხილის ხარისხი არაერთგვაროვანია. ვინც შეწამვლითი პროცესები სრულყოფილად ჩაატარა, ხარისხი კარგია, თუმცა ასეთი მოსახლეობის მცირე ნაწილია, რადგან უსახსრობინად გამომდინარე სრულყოფილი მოვლა პატრონობა ვერ ხერხდება.
,,შარშანდელთან შედარებით წელს ხარისხი შედარებით უკეთესია. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ადამიანებმა მოახერხეს ერთხელ მაინც შეეწამლათ თხილი. ვინც მოახერხა და 4-ჯერ მაინც შეწამლა, საუკეთესო ხარისხის მოსავალს ელოდება. ასეთი მცირეა. ფაროსანა და ობი კვლავ გამოწვევად რჩება, მაგრამ მშრალმა ამინდებმა ხელი შეუწყო ხარისხის გაუმჯობესებას. ამდენად, საერთო სურათი, ცხადია დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება რაოდენობას, დასავლეთში სეზონზე ძლიერი ქარი იყო ამიტომაც, ზოგან მასიურად ჩამოყრა მოხდა და ადგილობრივები მოსავლის სიმცირეს ჩივიან”, – განაცხადა „რეზონანსთან” ლადო გაბისკირიამ.
ჯერ თხილის მოსავლის აღება მასობრივად არ დაწყებულა, მაგრამ როგორც მეწარმეები ამბობენ, მუშახელის პრობლემა გარდაუვალია. ყველა ცდილობს დროულად დააბინავოს მოსავალი. ახალგაზრდობა თითქმის გადახვეწილია და ეს სერიოზულ პრობლემებს უკვშირდება.
„მოსავლის აღების დროს მუშახელის პრობლემა წლიდან-წლამდე იზრდება. თხიილის მასიური დაბინავება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან აქტიურ ფაზაში შედის. ყველა ცდილოს მოასწროს და დროულად მოახდინოს შეგროვება, რადგან წვიმა აფუჭებს თხილის ხარისხს. არავის უნდა საკუთარი ნაშრომი საფრთხის წინაშე დააყენოს. თუმცა, ფაქტია ჯანსაღი მუშახელი მუდმივად გაედინაბა საქართველოდან და ადგილობრივები დიდი პრობლემის წინაშე რჩებიან. იზრდება შეგროვების საფასურიც. უკვე დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ დღიურად 60-70- ლარი იქნება”, – განაცხადა გაბისკირიამ და დასძინა, რომ რაც შეეხება თხილის გაყიდვას, ჯერ მოსახლეობას მასობრივად არ აქვს მოსავლის აღება დაწყებული, მაგრამ ბაზარზე მცირე რაოდენობით თხილს უკვე ყიდიან.
დღეისათვის სამეგრელოში ერთ კილოგრამ თხილს 3 ლარად იბარებენ.
გადინებული მუშახელი ადგილობრივებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სეზონის მოახლოებასთან ერთად თადარიგს ადგილობრივი მოსახლეობაც იჭერს.
ოჯახებს უჭირთ მოსავლის დაბინავება. ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მკვიდრმა დავით ხვინგიამ „რეზონანსთან” საუბრისას თქვა, რომ მათი მთავარი პრობლემა, პირველ რიგში, თხილის დაბალი ფასი და სეზონზე მოსავლის დაბინავებაა.
„თხილის ფასი ამ ეტაპისთვის 3 ლარია. ეს ძალიან მცირეა. მაშინ, როდესაც ყველაფერი ძვირდება, რას უნდა მოახმაროს გლეხმა მოსავლიდან მირებული თანხა. ამას თან ერთვის მოსავლის აღება. ჩემს ოჯახს მუშახელი ჭირდება, რაც ძალიან ძვირია. ადგილობრივებმა მოსავლიანობა გავზარდეთ, მაგრამ მიღებული მოსავლითა და ანაზრაურებით მაინც უკმაყოფილო ვართ. თხილის საფასურს ყველაზე მეტად ვუჩივით. ჯერ არა, მაგრამ უახლოეს დღეებში დაიწყება ჩაბარება ხარისხის მიხედვით, მაშინ შესაძლოა 1 კილოგრმ თხილზე 3 ლარიც კი ვერ ავიღოთ. განა ეს უსამართლობა არაა.
მთავარი პრობლემა ამ ეტაპისთვის მაინც მოსავლის დაბინავებაა. ადრე სოფლებში მკრეფავები, ჯგუფურად დადიოდნენ. ახლა ეს ჯგუფები ფაქტობრივად, დაიშალა. ახალგაზრდებმა დატოვეს გუნდები. ყველა გაიკრიფა საზრვარგარეთ. თუ მოსავალს ადრე არ დააბინავებ და წვიმიანი სეზონი იქნება, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. ზღვა შრომის გაწევა გვიწევს სანამ აქამდე მოვალთ და ახლა ახალი თავსატეხი გვაქვს ფასისა და მუშახელის სახით”, – განაცხადა „რეზონანსთან” დავით ხვინგიამ.