იყო თუ არა დემოსთენე ბათუმელი

იყო თუ არა დემოსთენე ბათუმელი
.
“სამეცნიერო ლიტერატურაში ბათუმი უძეელესი წარსულის ქალაქად არის მიჩნეული. ისტორიკოსთა უმრავლესობა ბათუმის დაარსებას ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში გულისხმობს. ხოლო ზოგიერთი უფრო შორსაც მიდის და ბათუმს ჩვენს ერამდელი ხანის ქალაქად მიიჩნევს, ასე, მაგაგალითად ჟან მურიეს სიტყვით: Baotum etait connue 400 ans avant notre are (J. Mourier. Batoum le bassin Thorok; Paris 1887. P. 19)
.
ამავე აზრს იზიარებს ნ. მ. დაკიშეეიჩი თავის ბროშურაში „ბათემი”. რომელიც 1890 წელს გამოქვეყნდა “Батум был известен за 400 л. до Р. Х.б что прославивщийся греческий колонист, оратор Демостен (живщий 450-413 л. до Р. Х.) уроженец Батума (გვ. 25). ნ. დაშკევიჩი დემოსთენეს ბათუმელობაში ემყარება პ. ხიცუნოვის წერილს „О состояни некогда Бивщего христианства на Кавквзе“ ეს წერილი დაიბეჭდა 1847 წელ გაზეთ „კავკაზის“ კრებულში (რედ, ო, ი, კონსტანტინოვი). ამ კრებელის 848 გვერდზე, სადაც პ. ხიცუნოვი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ბერძნულ კოლონიებს ახასიათებს, სქოლიოში შენიშნავს: „Некоторые из уроженцев здешних прославились в самой греции, напр. славный оратор – просходил из Батума.“
.
რას ემყარება ავტორი არ ჩანს. მისი ნარკვევი საერთოდ ცუდ შთაბექდილებას არ სტოვებს. ავტორი იცნობს სათანადო ლიტერატურას რუსულსა და უცხოურ ენებზე და საქმეშიც რიგიანად ერკვევა. ასეთი ცნობა მას, უეჭველია, რომელიღაც მის ხელთ არსებულ წყაროდან უნდა ამოეღო.
.
დემოსთენეს ბათუმელობის აზრი ეჭვის ქვეშ პირველად ი. კალფოღლუმ დააყენა წერილში უძველესი ცნობები ბათუმის შესასებ, რომელიც რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული “საზოგადოების კავკასიის განყოფილების მოამბის XVIII ტომში ·დაიბეჭდა 1906 წელს. ი. კალფოღლუ წერდა: „Если бабушка Демостена по матери была по происхождению скифианка, на которий афинифнен Сусон женился в Понте, это еще конечно не достаточно для того, чтобы местом родини оратора считат гор. Батум, которий вряд ли существовал в это время“ (გვ. 41)
.
ორატორის ბებიის სკვითურ წარმოშობაზე ემყარება თუ არა დემოსთენეს ბათუმელობის აზრი, ცნობილი არ არის, რადგან პ. ხიცუნოვი ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ იმაში კი, უთუოდ, მართალია ი, კალფოღლე, როდესაც V საუკუნეში (ჩვენს ერამდე) ბათუმის არსებობას სა– ეჭვოდ მიიჩნევს. ამ დროს კი არა 6-7 საუკუნით გვიან ხანაშიც ძნელია ბათუმის არსებობაზე რაიმე დაბეჯითებით ითქვას პირდაპირი და სარწმუნო ცნობების ექონლობის გამო. ამ საკითხს ნათელს მოჰფენს არქეოლოგიური გათხრები. ჩვენ არ ვიცით რა მასალებს შეგვძენს ბათუმის არქეოლოგიური შესწავლა ქალაქის უძველესი ისტორიის გასაშუქებლად. ვინ იცის იქნებ ძალიან ძველი ნაშთები გამომზეურდეს, მაგრამ არსებული არა პირდაპირი ცნობების მიხედვით ბათუმის დასახლებულობა მეორე საუკუნის მეორე ნახეეარზე უადრეს არ ივარაუდება,”
.
– იური სიხარულიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა (წიგნი II) 1959 წელი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share