იერუსალიმის პატრიარქის პაისის და მომავალი პატრიარქის დოსიფეოსის სტუმრობა გურიელთან

1658 წელს საქართველოს ეწვია იერუსალიმის პატრიარქი პაისი, რომელსაც თან ახლდა დიაკონი დოსიფეოსი, რომელიც შემდეგში იერუსალიმის პარტიარქი გახდა. დოსიფეოსმა აღწერა იერუსალიმის პატრიარქის მოგზაურობა, რომელიც თავდაპირველად გელათის მონასტეს სწვევია, შემდეგში სამეგრელოს, კერძოდ ხობის მონასტერს, საიდანაც მდინარე ხობისა და რიონის გავლით შავ ზღავაზე გასულა, შემდეგში კი ქობულეთიდან ასევე მდინარის გავლით გურიის მთავარსაც სწვევია ალამბარის რეზიდენციაში.

დოსიფეოსის აღწერიდან: „დიდმარხვაში გაიხსნა ნავიგაცია და ჩვენც ჩავჯექით ივერიულ გემში და მდინარე ხობით დავეშვით ზღვისაკენ და მივაღწიეთ ფაზისამდე, რომელსაც ივერიელები რიონს უწოდებენ… ფაზისიდან ჩავედით გურიის ნავმისადგომ ქობულეთში, საიდანაც ავყევით მდინარეს ზემოთ ორი საათის სავალზე, რის შემდეგაც 1959 წლის 22 მარტს მივედით ტაძართან და გურიის მთავრის სახლთან.“

დოსიფეოსის მოგზაურობის დროს გურიის მთავარი იყო დემეტრე გურიელი, ხოლო მიერ მოხსენიებული „ტაძარი და გურიის მთავრის სახლი“ მდებარეობდა ალამბარში, რომელიც ზღვიდან რამდენიმე კილომეტრშია მდინარე აჭყვისწყალის ნაპირზე და ზღვაში ჩაედინება მდინარეებით კინტირში და დაგვას გავლით. ამ მდინარეებზე ნავიგაციის შესახებ დოსიფეის მიერ მოწოდებული ცნობების გარდა არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.  მდინარეების კინტირშის, აჭყვას და დეგვას შეიძლება მე-16 მე-17 საუკუნეებზე უფრო ადრე იყო ზღვისპირა დასახლება, რადგანაც „ქობულეთელი ბაჟის ამკრეფი“ ნახენებია მე-16 საუკუნის ერთერთ წარწერაში. ასევე არქანჯელო ლამბერტის და კრიტოფერო კასტელს მოხსენიებული აქვთ ქობულეთი, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილი და მონებით სავაჭრო ცენტრი.

 

ნახატი დონ კრისტოფერო დე კასტლის  (საქართველოში სამისიონერო საქმიანობას ეწეოდა 1627-1654 წლებში) ალბომიდან – ქობულეთის ნავსადგური.

 

(მასალა აღებულია ტ. ბერაძის ნაშრომიდან – „საქართველოს ზღვაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა შუა საუკუნეებში)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share