“გამჭვირვალობის კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს”, – ამის შესახებ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საუბრობს.
ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სერიოზულად შეშფოთებული რჩება”. მისი თქმით, [რუსული] კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია.
სტანო ამბობს, რომ ევროკავშირმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონტაქტები მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე შეამცირა.
“[საქართველოს] მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ”, – თქვა მან.