თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობა დღეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი გადაწყვეტილებას “აბსურდი და სისულელე” უწოდა, რადგან ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ისედაც აქვს პატიმრობა მისჯილი.
ასევე თავიდან დაკითხავენ მოწმეებს, რომლებიც უკვე დაკითხული არიან საწყის ეტაპზე. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მაშინ სხვა მოცემულობა იყო.
საქმეზე შემდეგი პროცესი 27 სექტემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.