დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 148 შემთხვევა დასტურდება.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 67 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 955 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.