ამ დროისათვის მოძრაობა შეზღუდულია ოზურგეთი ურეკის საავტომობილო გზის მერიის მონაკვეთზე
სოფელ მერიის ცენტრში, მდინარე მერიაზე გამავალი ხიდის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა ამ მიმართულებაზე რამდენიმე საათით შეჩერებული იყო.
ამ დროისათვის მიმოსვლა ადგენილია თუმცა ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ‘
როგორც ადგილობეივები ჩვენთან საუბრობენ, დილიდან აფეთქების მაგვარი ხმა იყო, შემდეგ კი ხიდის კონსტრუქციის გარკვეული ნაწილი ჩავარდა.
ერთ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ხიდის ჩავარდნა წყალდიდობამ გამოიწვია, მისი კონსტრუქცია მწყობრიდან ადიდებულმა მდინარე მერიამ გამოიყვანა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ინცინდენტის მიზეზი – მდინარეებზე ინერტული მასალების უკანონო მოპოვებაა, რომლის დროსაც დიდი გაბარიტების თვითმცლელები, ინერტულ მასალებს ყოველგვარი რეგულაციებისა და კანონის დარღვევებით ეზიდებიან.