”იმ ხალხს ვინც რუსეთიდან საქართველოში მოდის, საინტერესოა რა პოზიცია ჰქონდათ , მაშინ როდესაც საქართველოში რუსული ბომბები ცვიოდა და ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისკენ უამრავი რაკეტა იყო მომართული? ან როგორ მოიქცეოდნენ უკრაინაში შეჭრას დასავლეთის სანქციები რომ არ მოყოლოდა???
არ დაგვავიწყდეს დღეს პუტინის რეიტინგი რუსეთში იმაზე დიდია, ვიდრე ის ომის დაწყებამდე იყო.
ასე რომ, არ არსებობს არანაირი ორი რუსეთი. ის ერთია და დღეს თავისუფლების მოყვარე უკრაინას უტევს და თუ ვინმე რუსეთიდან გამორბის, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ პუტინს გაურბის, პირიქით ცდილობენ თავი დასავლეთის სანქციებს აარიდონ.” წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, დავით მჟავანაძე.