რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ შეზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ სერვისზე, ასევე “რადიო თავისუფლებაზე” და მედიასაშუალება “Meduza”-ზე.
RIA წერს, რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა გადაწყვეტილება “შეზღუდულიყო გვერდები” რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღო.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს რუსეთის ხელისუფლებამ “ეხო მოსკოვი” და ტელეკომპანია “დოჟდი” , უკრაინაში ომის გაშუქების გამო გათიშა. კრემლმა ისინი “მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში” დაადანაშაულა.
დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა გუშინ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო და მუშაობას მხოლდო სოციალურ ქსელებში აგრძელებს.
რუსეთში შეფერხებით მუშაობს Facebook-ი და Twitter-ი.