დღეს უკრაინელი ბავშვები სარდაფებში, მეტროში, საზღვარზე რიგში არიან ან სულაც დატოვეს სამშობლო, მშობლებთან ერთად. გვინდა, ერთ-ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ეს ნახატი უნდა ნახოს ყველამ! შემთხვევით გავიცანი ერთი არაჩვეულებრივი ქალი, რომლის ქალიშვილი და მისი 9 წლის შვილი ახლა კიევში არიან. ისინი მოსკოვში საცხოვრებლად 7 წლის წინ გადავიდნენ. კიევთან ახლოს, ქალაქ ბუჩაში ბინა დარჩათ და მოუგვარებელი საქმეები, რომელთა მოსაგვარებლად ისინი უკრაინაში 22 თებერვალს დაბრუნდნენ… ახლა ისინი მრავალსართულიანი სახლის სარდაფში ათენებენ ღამეებს, ძლივს პოულობენ საჭმელს, ვინაიდან ცარიელ ბინაში მარაგი არ ჰქონდათ. წინა დღეს, როდესაც სარდაფიდან ამოვიდნენ თბილი ტანსაცმლისთვის, სროლაში მოყვნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. გოგონამ ნახატი დახატა, რომელიც თავად ასე ახსნა: გლობუსი – ეს ჩვენი მიწაა, რომელიც ტირის. ზემოდან მწვანე ეკლები – ეს კორონავირუსია. ქვემოთ – ეს ადამიანია, რომელიც სარდაფში იმალება. მარჯვნივ – ტანკია, მის ზემოთ – რიგითი ადამიანი, რომელიც ომში კვდება. მარცხნივ – სისხლიანი ადამიანი, ეს ჯარისკაცია. ცეცხლი ზემოთ – ეს ბომბებია… „ჩვენი დედამიწა კორონავირუსმა და ომმა მოიცვა“,- ასე ხსნის მიროსლავა თავის ნახატს,“ – წერს სოციალურ ქსელის მომხმარებელი.
ეს კი სხვა ბავშვების ნახატებია, რომელთა შეგროვებაც უკრაინულმა Pravda-მ მოახერხა.
kvira.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: