ჩოხატაურში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

შემთხვევა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

პირი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ის გარდაცვლილი დახვდა.

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share