სკანდალური მიმოწერა, რომელიც ბახმაროში მაღალჩინოსნების შესაძლო უკანონო საქმიანობას ადასტურებს – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სავარაუდო უკანონო გარიგებებში ჩოხატაურის მერის თანამშრომელი და “ქართული ოცნების” დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ჩოხატაურის ბიუროს უფროსის ძმა ფიგურირებს.
პლატფორმა “ერთიანობის” მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ საჯარო მოხელე და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ბახმაროს კურორტზე სახლებს უკანონოდ აშენებს და შემდეგ სარფიანად ყიდის.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დათო მჟავანაძის ინფორმაციით, ჩოხატაურის მერის თანაშემწე, თამთა სააკაშვილი სწორედ ის პირია, რომელიც ბახმაროში უკანონოდ აშენებულ სახლს კოლოსარულ ფასად აქირავებს.
ჩვენ ვიმყოფებით კურორტ ბახმაროში, გურიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილზე, ადგილზე, რომელსაც აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი, მაგრამ ნაცვლად იმისა, ხელისუფლებამ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ადა დაიწყოს მსჯელობა საკუთარი დანაშაულის გამოსასწორებლად და დაუმტკიცოს ადამიანებს წარსულში უკანონოდ აშენებული სახლები. ამაზე დაიწყოს მსჯელობა, შემდეგში, რომ არ მოხდეს იგივე ფაქტი კანონის ფარგლებში მოახდინოს ბახმაროში მიწების ლეგალიზება. ეს ადგილო ჩატოვეს ჭაობში, კორუფციის ჭაობში. ამ ყველაფრის უკან დგას რუსულ კანონზე ხელის მომწერი ვასილ ჩიგოგიძე. ეს ას არის ის ადამიანი, რომელიც მფარველობს ყველა იმ უკანონობას, რომელიც მიმდინარეობს ბახმაროში. მერიით თანამშრომლები, ჩიგოგიძის ბიუროს ხელმძღვანელები, ხელმძღვანელობენ უკანონო მშენებლობას. მათ შავ ბაზარზე გასხვისებული აქვთ ეს ქონება და აქირავებ, მაშინ როდესაც ადამიანებს ლუკმა პურისთვის უწევთ ბრძოლა. მერის მოადგილე თამთა სააკაშვილი დღეში 200 ლარად სახელმწიფო ქონებას აქირავებს ასევე, სოფო ჯინჭარაძე, რომელიც არის ბიუროს ხელმძღვანელი ის ასევე აქირავებს. ეს ადამიანები ამ ყველაფერს აკეთებენ ჩიგოგიძე და დავით შარაშიძის მფარველობით. ამ ყველაფერს არც მალავენ. პოლონურ საიტს სარგებლობენ, იმისათვის რომ მოხდეს უკანონო ვაჭრობა, ამ ყველაფერს აკეთებენ მერის მფარველობის ქვეშ. ყველანაირი უკანონობის და უმსგავსობის უკან დგას ჩიგოგიძე. მას ჰგონია, რომ არის მინი ოლიგარქი, მას ჰქონია, რომ აქვს ყველაფრის უფლება. მის გარემოცვას უწყობს ხელს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში”, – ამბობს მჟავანაძე.