”ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს”

”ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს” – ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას “ოცნების” ყრილობაზე “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, “ოცნების” დამფუძნებელმა იცის რომ 2024 წლის არჩევნებზე დამარცხდება და ასე ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზაციას.

”ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს და იცის რა რომ გარდაუვალად მარცხდება ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზაციას.

ეს რა თქმა უნდა ვერ იხსნის ივანიშვილს დამარცხებისგან, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს!” – წერს სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share