“თუ დრო და ხალისი მექნება…მეც მინდა ისტორიის დაწერა”-ხვიჩია

“უნდა არსებობდეს ბევრი ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც ისტორიკოსები თავიან სხვადასხვა მოსაზრებებს დაწერენ, საბოლოოდ მეც მინდა, მაინტერესებს ისტორია და ოდესღაც თუ ამის დრო და ხალისი მექნა მინდა ისტორიაზე ვიმუშაო, შეიძლება ამას სახელმძღვანელოს ფორმა არ ჰქონდეს, მაგრამ, პროექტი, რომელსაც ჰქვია საქართველოს დაბადება და ძალიან მაინტერესებს რა ხდება ამ ქვეყანაში უახლოეს წარსულში, ამიტომ ისტორიას რაღაც თვალსაზრისით ვიკვლევ. მეც მინდა მომეცეს საშუელბა თუ გადავწყვიტე ოდესმე ისტორიის წიგნის დაწერა, რომ დავწერო. პრობლემა იმაშია, რომ ახლა აკრძალულია ერთზე ან ორზე მეტი სახელმძღვანელოს დაწერა სკოლებში, იმიტომ რომ განათლების სამინისტრო ადგენს პროგრამას, რომელი სახელმძღვანელოთი უნდა ისწავლონ ბავშვებმა. როდესაც განათლების სამინისტროშია ქართლი ოცნების წარმომადგენელი ის ასეთს დაწერს, როდესაც ხ ნახები ან სხვა ოპოზიცია მოვა ისინიე თავისას დაწერენ. ამიტომ უნდა დავუშვათ ისტორიის სახელმძღვანელოს მრავალფეროვნება”.

ამის შესახებ პარტია გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share