”მე 2012 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი და არაერთ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი ერთობა და მხარდაჭერა, როგორიც დღეს არის საზოგადოებაში, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ღირებულებითი არჩევანი უნდა გავაკეთოთ- რას ვირჩევთ, ვიქცეთ საკუთარ ფესვებს მოწყვეტილ უსამშობლო საზოგადოებად, თუ ჩვენი რწმენით, ჩვენი ღირსებით, ჩვენი ტრადიციების და უნიკალური კულტურის შენარჩუნებით გავაგრძელოთ განვითარება და სვლა ევროპისკენ.” –