ცნობილი ფირალის კიკია მამულაიშვილი მოკვლის ოფიციალური (რუსული) ვერსია

ცნობილი ფირალის კიკია მამულაიშვილი მოკვლის ოფიციალური (რუსული) ვერსია
.
გასულ დღეებში ოზურგეთის მაზრის სოფელ ფამაფალეთის გავლით მგზავრობდნენ სტრაჟნიკები ი. ცუროვი და ხ. ბერკოვი. რა დროსაც დაინახეს სახლის აივანზე მყოფი სტარშინის თანაშემწეობის კანდიდატი ნ. მდინარაძე და მის გვერდით მჯდომი უცნობი პირი. სტრაჟნიკების მოახლოებისთანავე უცნობი პირი ჩქარა ადგა შემოუარა მდინარაძის სახლს და დაიმალა აივნის ქვეშ.
.
სტრაჟნიკების წინადადებაზე გამოსულიყო სამალავიდან უცნობმა პირმა სტრაჟნიკებს ცეცხლი გაუხსნა, რაზედაც თავის მხრივ სტრაჟნიკებმა შაშხანებიდან სროლით უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად უცნობი პირი დაიჭრა, როცა იგი მიხვდა, რომ აივნის ქვეშ სამალავში მისი მდგომარეობა უიმედო იყო, ის გარეთ გამოვარდა და „მაუზერის“ სროლით გაიქცა, რა დროსა იგი სტრაჟნიკების მიერ ადგილზევე იქნა მოკლული.
.
მოკლული აღმოჩნდა გურიანთის უჩასტოკის სოფელ დვაბზუს მკვიდრი ცნობილი დამნაშავე იასონ (კიკია) მამულაიშვილი. მოკლულს აღმოაჩნდა რევოლვერი „მაუზერი“ და პატრონტაჟი საბრძოლო ვაზნებით.
.
გაზეთი „კავკაზი“ 1913 წლის 13 ივნისი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „КАВКАЗСКИЙ РАЗБОЙНИКЪ КИКΙА МАМУЛАЙШВИЛИ. Co спижка, доставленнаго "Отоньху, Жержозлани Недавно Lypin ара прослвловании убать отражками дално yae разиеви- вашшйса адинвиистраней почти легепдар- ный бродо горцевъ lusia Мамулайшвилн Аданистрашия вывияла ему* " BaBT ወቡ кушевте да ЖСпОТЕЬ спащопиика, стражия- ковь 때 двлый αργταхη терроретиво- CHUSS алтовь.“ გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share