როგორ ააგეს აჭარლებმა და გურულებმა „სვეტი თავისუფლებისა“
.
მცირეწლოვანი ბაგრატ IV ტატზე ასვლისას (1027 წელი) ერთმორწმუნე ბიანტია მძალავრობდა საქართველოზე რა დროსაც ქართული ეკლესიის მაღალი იერარქებისა და თავადების ნაწილს ბიზანტიის მხარე დაუჭერიათ, რის გამოც ქვეყანა დაშლის პირას იყო მისული. ამ საკიხთან დაკავშირებით მოსე ჯანაშვილს აქვს გამოქყვენებული საინტერესო სტატია „სვეტი თავისუფლებისა“, რომელშიც აღწერილია როგორ ააგეს აჭარლებმა და გურულებმა ტბეთის ეპისკოპოსის მოწოდებით ციხესიმაგრე „სვეტი თავისუფლებისა“ და როგორ გაუმკლავდნენ ისინი ბიზანტიის ჯარს.
.
ფრაგმენტები ზემოხსენებული სტატიიდან:
.
„როგორც კი მცირეწლოვანი ბარატი ტახტზე ავიდა, ისინი მყისიერად განუდგენენ მას და ბასილის ძმის იმპერატორ კონსტანტინეს მომხრეებად გამოცხადეს თავი, ეს გამყიდველები იყვნენ ვაჩე კარიჭისძე, ბანის ეპისკოპოსი იოანე და ტაოს თავადთა უმრავლესობა.
.
კონსტანტინემ ძალიან გაიხარა ქართველთა შორის განხეთქილებით, კვლავ აღჭურვა დიდი ლაშქარი და გამოაგავნა საქართველოში.“
.
„მაგრამ ამ დროს აჭარაში გამოჩნდა სამშობლოს მხსნელი, ეს იყო ტბეთის ეპისკოპოსი საბა, უდიდესი მნათობი ქართული ეკლესიისა.
.
საბამ აღიმაღლა ხმა სამშობლოს დამონების წინააღმდეგ და ფეხზე დააყენა აჭარისა და გურიის ხალხი, ასევე ტბეთის მონასტრის შემოგარენში მცხოვრები აზნაურნი. მათ მიუდგომელი კლდის თავზე ააშენეს ციხესიმაგრე სამშობლოს „თავდაცვისა და სიმტკიცისათვის“ და დაარქვეს მას „სვეტი თავისუფლებისა“. ჯანაშვილის მიხედვით „სვეტი თავისუფლებისა“ აგებული იქნა ტბეთის მონასტრის შესასვლელში XI საუკუნის მეორე მეთხედში.“
.
საბამ „თავისუფლების სვეტში“ ჩააყენა ბაგრატ მეფის ერთგული მსახურნი, აჭარლები, შავშელები და გურულები. აქვე მოვიდა სახელგათქმული იერარქი ეზრა ანჩელი, პატრონი და აღმზრდელი იოანე ჯიბისძისა.“
.
ბერძნების უზარმაზარი ჯარი რკალად შემოერტყა „თავისუფლების სვეტს“ და მოსწყვიტეს გარესამყაროს.
.
საბა და ეზრა თავდაუზოგავად, ლომებივით იბრძოდნენ და იცავდნენ სიმაგრეს ჭეშმარიტი გმირებივით. ლოდსატყორცნებმა და ბერძენი ჯარისკაცების სიმამაცემ ვერ გასჭრა. თავისუფლების სიმაგრე ანდამატივით იდგა და მისივე მიუწვდომელი სიმაღლიდან მეციხოვნეების მიერ გადმოყრილი ქვის ლოდები და ისრები ანადგურებდნენ ღამის სიბნელეში შემტევ მტრის მოწინავე რაზმებს.“
.
ბიზანტიელებმა მიუხედავად მრავალი მცდელობა ციხესიმაგრე ვერ აიღეს – „ამჯერად „საქართველოს მზე“ ამოვიდა დასავლეთიდან და მისმა სხივებმა გააბრწყინა ტბეთის „თავისუფლების სვეტი.
.
საქართველო გადარჩა და მისი თავისუფლება შენარჩუნებული იქნა. ამის შემდეგ დაიწყო ეგრეთ წოდებული საქართველოს „ოქროს ხანა“, რომელმაც ქვეყანას მისცა მრავალ ასეულებით გმირი, უკვდავი მასწავლებლები, პოეტები, ისტორიკოსები, რომანისტები, მშენებლები და იერარქები.“
.
– გაზეთი Кавказскій край 1905г #3; Изъ прошлаго Грузіи (Свети тависуплебиса). М. Джанашвили
– ფოტო: ტბეთის მონასტერი (დღევანდელი თურქეთი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა