”მე, რა თქმა უნდა, მისი სახელით ვერ გავცემ ამ კითხვას პასუხს, მაგრამ მე მგონია, ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა. უბრალოდ, მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, ეს ძალიან კარგად იცით. უნდა გქონდეს ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს.”